„დაბმული ჰყავდათ, ძალადობდნენ და აჩენინებდნენ შვილებს...“ – თამუნა მუსერიძე

© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
თამუნა მუსერიძე, რომელიც ბიოლოგიური დედის ძებნის პროცესში საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო, სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.
ყო­ფი­ლი ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე „ინ­სტაგ­რამ­ზე" შემ­ზა­რავ ამ­ბავს აქვეყნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. როგორც მუსერიძე წერს, კახეთში უნდა ენახა ლეკი ქალი დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად, რომელიც წლების გან­მავ­ლო­ბა­ში დაბ­მუ­ლი ჰყავ­დათ, ძა­ლა­დობ­დნენ მასზე, აჩე­ნი­ნებ­დნენ შვი­ლებს, რომლებსაც შემდეგ ყი­დდ­ნენ. ქალს დამ­ტვრე­უ­ლი აქვს ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

„ხალხო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია! და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი, ჩა­ვარ­დნი­ლი, შე­კედ­ლე­ბუ­ლი ჰყავს ერთ ოჯახს, რო­მე­ლიც ლუკ­მაპურს უყოფს. მო­უხ­სნეს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. სჭირ­დე­ბა ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია, ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ იღე­ბენ, რო­გორც ოჯახ­მა გვამ­ცნო! არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ზოგ­ჯერ ჩა­მო­დი­ან და ეხ­მა­რე­ბი­ან, თუმ­ცა ეს ზღვა­ში წვე­თია.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დაგ­ვეხ­მა­რა, მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ აქ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს დე­ე­ნე­მის ტეს­ტი, რომ ამ ქალ­ბა­ტობს 10 გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი მო­ვა­ძებ­ნი­ნოთ. ქალ­ბა­ტონს ესა­ჭი­რო­ე­ბა საკ­ვე­ბი, ტა­ნი­სა­მო­სი, ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ვი­საც რითი შე­გიძ­ლი­ათ, და­ეხ­მა­როთ, იქ­ნე­ბა ეს თან­ხის ჩა­რი­ცხვა, თუ უშუ­ა­ლოდ პრო­დუქ­ცი­ის მო­წო­დე­ბა, ძა­ლი­ან გთხოვთ და­ვეხ­მა­როთ:
#GE24BG0000000498748285GEL'
https://www.paypal.me/tamarmuseridze“, - წერს მუსერიძე.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

ყოფილი ტელეწამყვანი ბიოლოგიური დედის ძებნაში საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო. ტელეწამყვანმა დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ორი დაბადების მოწმობა იპოვა. ერთში დაბადების თარიღად 10 აგვისტო წერია, მეორეში – 10 ოქტომბერი. როდესაც ნათესავები გამოკითხა, ნაშვილები ხომ არ ვარო, ერთი დაიბნა და კითხვითვე უპასუხა, შენ საიდან გაიგეო. ამის შემდეგ ბიოლოგიური დედის მოძებნა გადაწყვიტა. გადაცემა „პროფილიც“ მოიშველია, თუმცა ჯერჯერობით ამაოდ.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

2017 წელს თამუნამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ბიოლოგიურ დედას მადლობას უხდის სიცოცხლის ჩუქებისთვის და იმ ოჯახში მიყვანისთვის, სადაც გაიზარდა. „შეგიძლია ჩუმად გამომეხმაურო, პირობას გაძლევ, პრობლემას არ შეგიქმნი. არ გაგიბრაზდები“, – ამბობდა ორი წლის წინ მიმართვაში ტელეწამყვანი. ამ ხნის მანძილზე თამუნა არაერთ ქალს – მის „სავარაუდო დედას” შეხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0