თემო საჯაიას და მარიტა ჯანაშიას პირველი შვილი შეეძინათ – ნახეთ რა დაარქვეს ახალშობილს

© Photo: Temo sajaia / FBმარიტა ჯანაშია და თემო საჯაია
მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­ს და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და – წყვილს პირველი შვილი შეეძინა.
მოდელი მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიური იყო სოციალურ ქსელში, მუშაობდა და ეკრანზეც ჩანდა. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი სტრესის გადატანა მოუხდა – ბებია, მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაეცვალა. სწორედ მისი მოსახელეა მარიტა. ბებია-შვილიშვილს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდნენ, ერთადაც კი მუშაობდნენ. ამ რთულ პერიოდში მარიტასთვის შვილის დაბადება განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. პატარა ბექა 6 ივლისს დაიბადა. როგორც ამბობენ, დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.
მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვანზე მარიტა ჯანაშიაზე გასულ შემოდგომაზე იქორწინა. მარიტა ჯანაშია ამბობდა, რომ ქორწილის სამზადისმა იმხელა ენერგია წაიღო, მის შემდეგ ერთი კვირა გადაბმულად ეძინა.
თემო და მა­რი­ტა ჯერ კი­დევ გასული წლის ივ­ლის­ში და­ი­ნიშნენ. მომ­ღე­რალ­მა ლა­მაზ­მან სა­ცო­ლეს ხელი პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო. ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი თეთ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. პა­ტარ­ძალს ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გრძე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის კაბა ეცვა, ხოლო სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე მოკ­ლე და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Marita Janashia (@maritajanashia)

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა PosTV-ში გა­იც­ნო, სა­დაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავთ. მა­რი­ტას და თე­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ცნო­ბილ მო­დელ­სა და პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალს წარ­სულ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც წლებს ით­ვლი­და.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Marita Janashia (@maritajanashia)

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ. მასმედიაში ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.
 
ყველა ახალი ამბავი
0