COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.392-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 372.685-ს მიაღწია.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.392 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 887 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 84, კახეთი – 69, შიდა ქართლი – 62, აჭარა – 61, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 23, გურია – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 356.780-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.394-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.016 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.054 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.799, იმერეთში – 395, აჭარაში – 152.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
COVID-19 საქართველოში – 7 ივლისის მონაცემები
633 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 164 პირი, მათგან თბილისში – 113, იმერეთში – 14, აჭარაში – 6. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 853 ადამიანი, მათ შორის 642 – თბილისში, 204 – აჭარაში. 7.109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7.144 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.537 პირი, აჭარაში – 631, იმერეთში – 896.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.392-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 372.685-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0