COVID-19 საქართველოში – 7 ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 356.780 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.394, კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.054 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 853 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.392-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 372.685-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 356.780 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 531), გარდაიცვალა – 5.394 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.054 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 853 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.136 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17.650, PCR–ტესტით – 20.486.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 3,17%, ბოლო 7 დღის – 3,7%.
სულ აცრილია 277.872 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.942 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0