https://sputnik-georgia.com/20210706/policia-rusTavelis-gamzirze-Setakebebis-aRkveTas-cdilobs-252233818.html
პოლიცია რუსთაველის გამზირზე შეტაკებების აღკვეთას ცდილობს
პოლიცია რუსთაველის გამზირზე შეტაკებების აღკვეთას ცდილობს
Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში, ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ორი აქცია იმართება: პარლამენტთან იმართება დუმილის აქცია 5 ივლისს დაშავებულების მხარდასაჭერად... 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T21:23+0400
2021-07-06T21:23+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252233002_0:16:1280:740_1920x0_80_0_0_7d1fac3a81464ada9fd5c7abdc9c6cfa.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, ხოლო პოლიცია ცდილობს არ დაუშვას ორი აქციის მონაწილეთა შეტაკება. პოლიციის კორდონები რამდენიმე რიგად დგანან.აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან ბარიკადები ჰყოფს.რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები პერიოდულად ცდილობენ მოუახლოვდნენ პარლამენტს, სადაც იმართება დუმილის აქცია გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად.აქცია ლგბტ-ს წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს.პარლამენტთან დუმილის აქცია, რომელსაც შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები ლგბტ-ს სიმბოლიკით, 5 ივლისს მომხდარი მოვლენების შემდეგ დაანონსდა.დუმილის აქცია
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. პოლიციამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა, ხოლო სამი პირი – სისხლის სამართლის წესით – ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე. მათგან ორი ადამიანი წარსულში ნასამართლევია.სიტუაცია ამჟამად რუსთაველის გამზირზე საკმაოდ დაძაბულია – ორივე მხარეს რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252233002_0:0:1280:804_1920x0_80_0_0_77e122701ef3f0fec94aa8f5e1a4a56e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პოლიცია რუსთაველის გამზირზე შეტაკებების აღკვეთას ცდილობს
21:23 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) თბილისის ცენტრში, ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ორი აქცია იმართება: პარლამენტთან იმართება დუმილის აქცია 5 ივლისს დაშავებულების მხარდასაჭერად, ხოლო ქაშუეთის ტაძართან – ლგბტ-ს მოწინააღმდეგეების.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, ხოლო პოლიცია ცდილობს არ დაუშვას ორი აქციის მონაწილეთა შეტაკება. პოლიციის კორდონები რამდენიმე რიგად დგანან.
აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან ბარიკადები ჰყოფს.
რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები პერიოდულად ცდილობენ მოუახლოვდნენ პარლამენტს, სადაც იმართება დუმილის აქცია გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად.
აგრესიულად განწყობილმა პირებმა ჟურნალისტებს ქვები, წყლის ბოთლები და კვერცხები ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს.
პარლამენტთან დუმილის აქცია, რომელსაც შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები ლგბტ-ს სიმბოლიკით, 5 ივლისს მომხდარი მოვლენების შემდეგ დაანონსდა.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
პოლიციამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა, ხოლო სამი პირი – სისხლის სამართლის წესით – ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე. მათგან ორი ადამიანი წარსულში ნასამართლევია.
სიტუაცია ამჟამად რუსთაველის გამზირზე საკმაოდ დაძაბულია – ორივე მხარეს რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი.