გოგოლა კალანდაძემ, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია, ეთერში მოჰყვა, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს ექიმების დახმარებით.
მსახიობი ყვება, რომ სადღაც მიემგზავრებოდა, თუმცა წინა ღამით უჩვეულო სიზმარი ნახა და გრძნობდა, რომ რაღაც დაემართებოდა, უნდოდა წასვლა გადაედო.
„მანქანაში რომ ჩავსხედით, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა დამმართვნოდა. ღვედი გადავიჭირე. ბავშვებსაც გადავუჭირე, მაგრამ მე დამემართა, მოხდა საშინელი ავარია. გიორგი ხეროდინაშვილსა და ვასკა აბულაძეს, ქირურგებს დიდი მადლობა გადავუხადო, მათ სიცოცხლე მაჩუქეს და პირდაპირი ეთერით მათთვის არასდროს მადლობა არ გადამიხდია. მართლა არავის ჰქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდი…“ - ამბობს მსახიობი.
მსახიობი გოგოლა კალანდაძე მაყურებელმა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „სახლი ძველ უბანში“ (ა. ვარსიმაშვილი, 1994), შემდეგ იყო ფილმი „ნუცას სკოლა“ (მ. კოკოჩაშვილი, 2000, ვალიდა).
მონაწილეობდა ფილმებში: „6 და 7“ (გ. ცაავა, 2003), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ნ. ჯორჯაძე, 1996), „კიდევ ერთი თბილისური ისტორია“ (ე. ბადურაშვილი, 2002) და სატელევიზიო სერიალებში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ძილის წინ“, სადაც მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილთან ერთად თამაშობდა.
მსახიობ გოგოლა კალანდაძის მეუღლის ირაკლი ფერაძის პროფესიისა და საქმიანობის შესახებ, სელებრითი ცოლისგან განსხვავებით, ბევრი არაფერი დაწერილა. ირაკლი გოგოლას მეორე ქმარია და მასთან მსახიობს სამი შვილი ჰყავს – დათუკა, ანამარია და დარია. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი კი 21 წლის გახლავთ.