„მიყვარხარ, დაიკო...“ – ნანუკა გუდავაძე დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა – ფოტო

© courtesy of Ani Gudavadzeბერა ივანიშვილი, ნანუკა გუდავაძე, ანი გუდავაძე და ნიკუშა ფიცხელაური
ბერა ივანიშვილი, ნანუკა გუდავაძე, ანი გუდავაძე და ნიკუშა ფიცხელაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილი ოჯახით სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, წყვილმა სოციალურ ქსელებში აქტიურობა შეწყვიტა. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ბერას მეუღლე.

მოდელის და ბერა ივანიშვილის მეუღლის ნანუკა გუდავაძის და ანი გუდავაძე 28 წლის გახდა. ნანუკამ დას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ საერთო ფოტო გამოაქვეყნა. „ბედნიერი დაბადების დღე, ჩემო ტკბილო გოგო. მიყვარხარ, დაიკო“, – დაწერა ნანუკამ ფოტოზე.

ანიმ დაბადების დღე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა და ვიდეოკადრები ინტერნეტში განათავსა. დების ფოტოებს მათი გულშემატკივრები ყოველთვის დადებითან ხვდებიან და წერენ, რომ ძალიან ლამაზები არიან. ანი თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში მენეჯერად მუშაობს, რომელიც მისივე ოჯახს ეკუთვნის.

მშვენიერ მენეჯერს თბილი და ლამაზი ოჯახი აქვს, მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარტის შუა რიცხვებში მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა, სოციალურ ქსელებში მუსიკოსის ოჯახის წევრების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

როგორც ცნობილია, ოჯახი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში ნანუკას დასთან, დის ქმართან და მათ შვილთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ნანუკამ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.

ანი გუდავაძის მეუღლე ნიკუშა ფიცხელაური და ბერა ივანიშვილი წლებია მეგობრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნანუკა გუდავაძე ბერამ სწორედ ნიკუშასგან გაიცნო. როგორც ანი გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ ირკვევა, ისინი სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდ აკვარიუმს COEX Aquarium-ს ესტუმრნენ, რომელიც 2000 წელს გაიხსნა და იქ 40 ათასზე მეტი ბინადარია.

ყველა ახალი ამბავი
0