გურიაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება

© photo: Sputnikნაძვნარი
ნაძვნარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია დაახლოებით 30 ათას ჰექტარს მოიცავს.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. გურიაში ახალი ეროვნული პარკის შექმნის სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გურიაში ახალი ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო. 

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა

გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით.

პროექტის საერთო ღირებულება 520 ათასზე მეტ ევროს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.

ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია დაახლოებით 30 ათას ჰექტარს მოიცავს.

ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული პრობლემების გადაჭრას, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას. ამასთან პროექტის მიზანია ტყეში მობინადრე ძუძუმწოვრების – კავკასიური ირემის, მურა დათვის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველების პოპულაციების გაზრდა.

„ვფიქრობთ, გურიის ეროვნული პარკი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი, ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას და, რაც მთავარია, გურიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას", – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ქეთევან მოისწრაფიშვილის განცხადებით, გურიის ეროვნული პარკი რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ეკოტურისტული, ისე დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0