02:34 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი საქართველოს მწარმოებელმა კომპანიამ Gilead Sciences-მა საჩუქრის სახით გადმოსცა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“, რომელიც  ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Gilead საქართველოს გადმოსცა, უკვე თბილისშია. ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი ძალიან დაეხმარება ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

„საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში - დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა“, - წერს ცერცვაძე.

ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ კომპანია Gilead-ს მიმართა თხოვნით, რომელმაც გამონაკლისის სახით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ერთჯერადი დონაციით გადმოსცემდა 10 ათას კოლოფ ამერიკულ, ორიგინალი წარმოების „რემდესივირს“.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, Gilead ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

 

 

მთავარი თემები