ყველაფერი ქართულ ციხეებზე: როგორ პირობებში იმყოფებიან პატიმრები

© photo: Sputnikრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ძირითად ნაწილს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ, თუმცა ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 530 უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის 1 მაისისთვის 9,1 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 7,1 უკვე პატიმრობის სასჯელს იხდის.

საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
დადასტურდა თუ არა ქართველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი საბერძნეთში: საელჩო

პატიმართა რიცხვი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0,24%-ს შეადგენს. პატიმართა ძირითად ნაწილს სრულწლოვანი მამაკაცები წარმოადგენს, ქართულ ციხეებში 355 ქალია მოთავსებული.

2,8 ათასამდე პატიმარი ციხეში სასჯელს განმეორებით იხდის.

ციხეებში ჭარბობენ 26-დან 50 წლამდე ასაკის მსჯავრდებული მამაკაცები. აქედან ყველაზე მეტია 41 წლიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 70 წელს ზემოდ ასაკის 81 ადამიანია.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი რაოდენობა 52-ს შეადგენს, აქედან გოგონები მხოლოდ ოთხნი არიან.

მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი სასჯელს სამ ციხეში იხდის.

რაზე იხდიან სასჯელს

3,3 ათასი მსჯავრდებული სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კიდევ 3,1 ათასი მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულისთვის.

აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
„ანტივაქსერმა ქმარმა ცოლს აცრის გამო კბილები ჩაულეწა...“ – შოკის მომგვრელი ინფორმაცია

რაც შეეხება დანაშაულის სახეობებს, 3,9 ათასი მსჯავრდებული და პატიმარი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის, კიდევ სამი ათასი - ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - მკვლელობა, მძიმე დაზიანების მიყენება და ა.შ. ასევე საქართველოს ციხეებში 2,8 ათასი ბრალდებული და მსჯავრდებულია სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ძირითადი ნაწილია - საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს იხდის 530 უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი. მათი უმრავლესობა თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეები არიან.

რას საქმიანობენ პატიმრები

საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთათვის უამრავი პროგრამა მოქმედებს, მათ შორის სასკოლო განათლების.

საქართველოს სკოლებში სწავლას განაგრძობს 37 პატიმარი, ხოლო კიდევ 26 ადამიანი პატიმრობის მიუხედავად უმაღლეს განათლებას ეუფლება.

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
ცემა, ხელ-ფეხის შეკვრა, შიმშილი, დამწვრობა: თბილისში ბავშვის წამების საზარელი დეტალები

მსჯავრდებულთა ნაწილს მუშაობის საშუალება აქვს. 438 მსჯავრდებული მუშაობს ციხეებთან არსებულ მეურნეობებში, კიდევ 54 ინდივიდუალური საქმიანობით არის დაკავებული, ხოლო 160 - საწარმოებში მუშაობს. შესრულებული სამუშაოსთვის მსჯავრდებულები იღებენ ხელფასს, რომელსაც ოჯახს უგზავნიან ან ციხის მაღაზიებში ხარჯავენ.

გარდა ამისა, კარგი ყოფაქცევისთვის პატიმრებს სხვადასხვა ხერხით ახალისებენ, მათ შორის დამატებითი პაემნების და სატელეფონო საუბრების სახით.

ყველა ახალი ამბავი
0