04:00 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

რამდენიმე დღის წინ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში სავარაუდოდ 3-4 კვირაში კორონავირუსის „ინდური შტამი“ დომინანტი გახდება, რადგან ქვეყანაში არანაირი შეზღუდვები აღარ მოქმედებს.

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორივე შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ „დელტას“ სახელით ცნობილი ინდური შტამი საქართველოში 18 პირს დაუდასტურდა.

„დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა.

ექსპერტები მოითხოვენ, სასწრაფოდ დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვები და მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, ასევე, უნდა დაჩქარდეს მასობრივი იმუნიზაცია, რადგან ე.წ. დელტა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის დღემდე ნაცნობი არაერთი სხვა ქვეტიპი.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 769-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.360-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

მთავარი თემები