02:18 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ოჯახი აცხადებს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

აქციის მონაწილეებმა ქობულეთში რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილობრივი მოსახლეობა მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ბობოყვათის სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აუქციონის შეჩერების მოთხოვნით აქცია ქობულეთში ერთი კვირის წინაც გაიმართა, დღევანდელი პროტესტის მიზეზი კი, მათივე განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი გახდა. მათი თქმით, უწყება აუქციონის შეჩერებას არ აპირებს.

მთავარი თემები