„განსაკუთრებული დღეა...“ – ნახეთ ვინ არის ქალი, რომელმაც ოთხი ტყუპი გააჩინა

CC BY-SA 2.0 / Jeremy Engleman / Baby's first rim lightახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში სასიხარული ინფორმაცია ვრცელდება. თბილისელ წყვილს ცოტა ხნის წინ ერთდროულად ოთხი შვილი ეყოლა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თეო გოგოლაური ერთბაშად ოთხი შვილის დედა გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა „პინეოს“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, დედა თავს კარგად გრძნობს და მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა ბუნებრივი გზით მიღებული იყო.

ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინება უდიდესი სიხარულია. სიხარული ერთიორად იმატებს, როცა ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი და მეტი პატარა იბადება.

ოთხი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. სამი ტყუპის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბათუმში იყო, როდესაც ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა და საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს ორი გოგონა და ერთი ვაჟი მოევლინა. აჭარის რეგიონში ეს 2019 წელს მესამე შემთხვევა იყო. 

თბილისში სამი ტყუპი ბოლოს მარტში გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0