ვატიკანმა ქართულ მრევლს ეკლესია გადასცა

© photo: President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი ვატიკანში
სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ქართულ მრევლს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით რომში არსებული სან-სალვატორე აიმონტის ეკლესია გადაეცა.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ვატიკანმა ქართულ მრევლს სარგებლობის უფლებით ქალაქ რომში ერთ-ერთი ეკლესია გადასცა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საკითხი ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა. ქართულ მრევლს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით სან-სალვატორე აიმონტის ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინება.

ვატიკანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ქართველი ექიმები ვატიკანის კლინიკაში გადამზადებას გაივლიან

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპის ვიკართან, კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას დაესწრო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული მრევლის წინამძღვარს, მამა იოანეს ქართული მრევლისთვის ეკლესიის გადაცემა მიულოცა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს. პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას შეატყობინებთ ამ სასიხარულო ამბავს, ჩემი მილოცვაც გადასცეთ. კოვიდ-პანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი იყოს ბევრად უკეთესი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქართული მრევლისთვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით სან-სალვატორე აიმონტის ეკლესიის გადაცაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ყველა ახალი ამბავი
0