„ანტივაქსერმა ქმარმა ცოლს აცრის გამო კბილები ჩაულეწა...“ – შოკის მომგვრელი ინფორმაცია

© photo: Sputnik / Alexander Kondratyukაცრა
აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აცრასთან დაკავშირებულ შოკის მომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. კაცმა ცოლი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გამო სცემა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს.

ბაია პატარაიას ინფორმაციით, ქალს კბილები აქვს ჩალეწილი და უფლებადამცველებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ მას ქმრისთვის პოლიციაში ეჩივლა.

„ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს“, – დაწერა პატარაიამ.

ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია ჩატარებული აქვს 212.163 ადამიანს, მხოლოდ ერთი დოზით აცრილ პირთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 0,8%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0