მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

© Pixabay / _Alicja_საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
თბილისში 185 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც გასულ წელს 61ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის დარეგისტრირება, რომლებიც რეგისტრაციის პირველ ეტაპს არ ექვემდებარებოდნენ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
მშობლების საყურადღებოდ: ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 11 ივნისიდან იწყება

მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის (15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან მათ მიერ შერჩეულ ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

მშობლებმა ბაღში უნდა წარადგინონ: დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

ელექტრონული რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 11 ივნისს დაიწყო და 18 ივნისამდე გაგრძელდა, რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარებს. კერძოდ, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ბავშვებს, რომელთა და ან ძმა უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი, და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს, ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0