05:12 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (71)
81 0 0

ქართველ მოჭადრაკეს, რომელიც მესის და, ზოგადად, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, დაბადების დღეზე არგენტინელმა ფეხბურთელმა სიურპრიზი მოუმზადა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ესპანეთის „ბარსელონისა" და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს საკლუბო მაისური აჩუქა საკუთარი ავტოგრაფით, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ნონა გაფრინდაშვილი ფეხბურთის და, კერძოდ, არგენტინელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. მიმდინარე წლის 3 მაისს ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მესიმ გაფრინდაშვილს საჩუქრად საკუთარი მაისური გამოუგზავნა.

„ჩემთვის ეს საჩუქარი სრული მოულოდნელობა იყო. მაისურზე აწერია: „ნონა, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი". ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს", – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

იმის შესახებ, რომ ნონა გაფრინდაშვილი მისი თაყვანისმცემელია, მესიმ ფიდეს ხელმძღვანელობისგან გაიგო. სიურპრიზის ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახდა.

თემები:
საქართველოს სიამაყე (71)

მთავარი თემები