კახეთი ატმის მოსავლის აღებისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Stringerატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. წლევანდელ ატმის მოსავალს 36 სამაცივრე მეურნეობა ჩაიბარებს, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი ფერმერები ატმის მოსავლის ასაღებად ემზადებიან, რომელიც კახეთის რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კახეთს ეწვია, სადაც ატმის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებსა და ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ხანიშვილი ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა.

ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2020
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ორჯერ გაიზარდა

„გვაქვს თანამედროვე ატმის ბაღები, მაღალი სტანდარტის გადამამუშავებელი საწარმოები, თანამედროვე სამაცივრე სისტემა. თუ გასულ წელს 23 სამაცივრე მერნეობა იყო ჩართული ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, წელს უკვე 36 მუშაობს", – განაცხადა ხანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომლის შემადგენლობაში სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული ჯგუფი უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.

2020 წლის სეზონზე საქართველოდან დაახლოებით 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი გავიდა რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, სლოვენიაში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.

 

ყველა ახალი ამბავი
0