COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© AFP 2024 / GAIZKA IROZეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 671 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 376 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 72, შიდა ქართლი – 41, ქვემო ქართლი – 39, აჭარა – 36, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 11, გურია – 6.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
COVID-19 საქართველოში – 18 ივნისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 343.377-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.131-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.057 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.825 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.528, აჭარაში – 224, იმერეთში – 381.

659 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 181 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 10, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 599 ადამიანი, მათ შორის 346 – თბილისში, 221 – აჭარაში. 5.633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10.312 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.879, აჭარაში – 1.320, იმერეთში – 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 357.591-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0