COVID-19 საქართველოში – 18 ივნისის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 343.377 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.131, კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.825 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 599 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 671-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 357.591-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 343.377 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 657), გარდაიცვალა – 5.131 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.825 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 599 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.593 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.354, PCR–ტესტით – 13.239.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

სულ აცრილია 225.666 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.441 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0