ჩაქვი–მახინჯაურისა და გორის გვირაბები იკეტება: უწყების განმარტება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

უწყების ცნობით, გვირაბში სენაკი–თბილისის მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 22 ივნისის 24:00 საათიდან 24 ივნისის 24:00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო თბილისი–სენაკის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 ივნისის 24:00 საათიდან 26 ივნისის 24:00 საათამდე აიკრძალება.

საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. რაც შეეხება გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებით ჩაკეტვის პერიოდს, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სენაკი–თბილისის გვირაბის გავლით, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გორის გვირაბების შემოვლით გზაზე გადაერთვება.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე არსებულ ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში.

პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 17 ივნისის 24:00 საათიდან 21 ივნისის 24:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი–ბათუმის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 23 ივნისის 24:00 საათიდან 27 ივნისის 24:00 საათამდე პერიოდში მოძრაობა აიკრძალება ასევე გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე.

„ქობულეთი–ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი–ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი ქობულეთი–ბათუმის მიმართულებაზე იმოძრავებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0