რიკოთზე ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

© Facebook / photo: Road Department of Roads / FBგზის მშენებლობა რიკოთზე
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ამჟამად მეცხრე გვირაბის მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ ხელფასების გასაზრდელად რესურსი არ არსებობს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ერთ-ერთი გვირაბის მშენებლობაზე (ნაწილი ავტომაგისტრალისა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“) დასაქმებული მუშები მეორე დღეა გაფიცულები არიან. ისინი შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co.-ს წარმომადგენლის განცხადებით, 40-მდე თანამშრომლის მოთხოვნის დაკმაყოფილების რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

მეშახტეები ტყიბულში - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
ოზურგეთში გაფიცვა შეწყდა – თანამშრომლებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს

ამ დროისათვის მე-9 გვირაბის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები დღეში 22 ლარს იღებენ, ისინი ამ თანხის 10 ლარით გაზრდას  მოითხოვენ.

დასაქმებულები ამბობენ, რომ დაბალი ანაზღაურების გარდა, მათ მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ, გარდა ამისა, მოსაგვარებელია უსაფრთხოების და სხვა საკითხები.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე იგეგმება 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი. გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, ხოლო მთლიანი გზის ექსპლუატაციაში ჩაბარება 2023 წლისთვის იგეგმება.

ნაბეღლავის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
„ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ახალი მაგისტრალი საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს.

გზა რიკოთის უღელტეხილზე არის ნაწილი ავტომაგისტრალისა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, ანუ ევროპული სატრანზიტო გზის Е-60. ის სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში სრულდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0