სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესს დააკვირდება

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდა, სახალხო დამცველი ჩავა ადგილზე და მონიტორინგს განახორციელებს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას პრობლემები არ შეექმნება, იუწყება „პირველი არხი“.

ნინოწმინდის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ნინოწმინდის პანსიონს ახალი დირექტორი ჰყავს

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად  ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

„შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მათ შორის ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლის განხორციელების საფუძველი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინოწმინდის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა გადაწყდა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ასევე დააკვირდება პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესს.

„იმედი მაქვს, გაგრძელდება, თუმცა თუ დავინახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდა, მივიღებთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიდეთ ადგილზე და განვახორციელოთ მონიტორინგი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განცხადებით, ის მზად არის ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმად დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა მოხდება და „პანსიონის საჭიროება აღარ იქნება“.

ყველა ახალი ამბავი
0