06:00 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)
949 0 0

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირის კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ე.წ. „კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი არ განხილულა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან დარჩენილია ორი ძირითადი – პირბადის აუცილებელი ტარება ღია და დახურულ სივრცეში და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

„ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა მერყეობს 300–700-ს შორის. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქების რეკომენდაციას ვერ გასცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში ეპიდვითარებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან შემოიღეს, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და ამჟამად იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

ქვეყნის ცალკეულ ქალაქებში პერიოდულად იმართება „კომენდანტის საათის" მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)

მთავარი თემები