05:21 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

მიმდინარე წლის ოქტომბერში მოქალაქეები მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს აირჩევენ.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. პარლამენტში მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესასწავლად შეიქმნა თემატური ჯგუფი, რომელიც შემდეგ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, განუცხადა ორშაბათს ჟურნალისტებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

​დეპუტატის თქმით, 2014 წლიდან თვითმმართველობის მიმართულებით კანონმდებლობა არის თითქმის სრულყოფილი და ქვეყანას პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, მაგრამ როგორც წესი, პრაქტიკაში ამ ყველაფრის დანერგვა გვიან ხდება, ამიტომ გადაწყდა სიტუაციის შესწავლა, რათა შემდგომში რეკომენდაციები გაიცეს.

„დღეს არის ათი მუნიციპალიტეტი, სადაც გარკვეული პროგრამები ხორციელდება. რამდენად წარმატებულია, ეს პროექტები შეფასდება, რომ შემდეგ მთელ საქართველოზე განვავრცოთ“, – განაცხადა სუბარმა.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ცესკომ არჩევნების ელექტრონული მოდელი გატესტა: პარტიები კმაყოფილი არიან >>

ამ დროისთვის თბილისის მერობის კანდიდატურა წამოაყენა მხოლოდ ერთმა ახალმა კოალიციამ - „ეროვნულმა ფრონტმა“, რომელიც ოთხმა არასაპარლამენტო პარტიამ შექმნა. თბილისის მერის პოსტზე კოალიციამ ცნობილი ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ცნობილია, რომ ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერების საკუთარ კანდიდატებს ის ივლისში დაასახელებს.

მთავარი თემები