Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალებს იკრებ ყოველდღე, რომ არ გადაირიო...“ – რა შეემთხვა ეკა ხოფერიას?

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია
ეკა ხოფერია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ნახეთ რას წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი „ფეისბუქზე“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია გარდაცვლილ მომღერალთან გიო ხუციშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას იხსენებს. ჟურნალისტი წერს, რომ მომღერლის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა და მას შემდეგ ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა.

„რამდენი საყვარელი და ძალიან მაგარი ადამიანი წავიდა. ამ ბოლო დროს ყველა ერთმანეთს ეკითხება, შენც გიჭირს ემოციურად, ხომ? გიჭირს კი არა, ძალებს იკრებ ყოველდღე, რომ არ გადაირიო და რომ არ დაყარო ფარ-ხმალი. ვახო ფხაკაძე, ირაკლი ჭანტურია, კახი კავსაძე, გურამ დოჩანაშვილი, სოფო შუბლაძე, რეზო გაბრიაძე, დათო ციციშვილი… მე ბიძა დავკარგე სულ ახლახან. შიშით ვეღარ ხსნი „ფეისბუქს“, რამე კიდევ ერთი საშინელი და ცუდი ამბავი არ გაიგო. ამას წინათ ჩემი მეგობარი მაკა გიორგობიანი მეუბნებოდა, რაღა როგორ ვარ, ეკა, პანაშვიდიდან პანაშვიდზე დავდივარო… მეორე ჩემმა მეგობარმა, ორსულობისას, საერთოდ გააუქმა „ფეისბუქი“, რთულია და ძნელია“, – წერს ეკა ხოფერია.

მომღერალი გიო ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
რა საიდუმლო გაუმხილა სიკვდილის წინ გიო ხუციშვილმა შვილს

გიო ხუციშვილი 2018 წლის ივნისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიის შენობის წინ მომღერალს ვარსკვლავი გაუხსნეს.

გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0