05:09 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვარსკვლავური ამბები (14)
1012 0 0

ქართულ ტელე- და ინტერნეტ-სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები. 2021 წელს არ წყდება ინტერესი სერიალის მთავარი გმირების პირადი ცხოვრების თუ კარიერის მიმართ.

გულშემატკივრები განსაკუთრებულად დიდ ინტერესს იჩენენ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თურქი მსახიობის, ჯან იამანის მიმართ და მის პირად ცხოვრებაზე არაერთი ჭორიც აგორებულა. როდესაც ის და მსახიობი დემეთ ოზდემირი სერიალ „ნაადრევ ფრინველში“ მონაწილეობდნენ, თურქული პრესა წერდა, რომ მსახიობები ერთად იყვნენ, თუმცა სერიალის დასრულების შემდეგ მათი ურთიერთობაც დასრულდა.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

სერიალ „ნაადრევი ფრინველის“ შემდეგ ჯანი სერიალში „ბატონი არასწორობა“ გამოჩნდა, სადაც ახალ პარტნიორთანაც დააწყვილეს, თუმცა ესეც ჭორი აღმოჩნდა. მსახიობი სოციალური ქსელში აქტიურია, მაგრამ პირად ცხოვრებაზე არასოდეს წერდა. მიუხედავად ამისა, ჯანმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში შეყვარებულის ფოტო გაასაჯაროვა. როგორც აღმოჩნდა, იამანს ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელიც იტალიაში ყოფნისას საზოგადოებას გააცნო.

View this post on Instagram

A post shared by Can Yaman (@canyaman)

სანამ მისი სიყვარულის შესახებ მოგითხრობთ, ჯან იამანის ბიოგრაფიას გაგაცნობთ. ჯან იამანი 1989 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თურქეთში და ერთადერთი შვილია ოჯახში. როდესაც ჯანი ხუთი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. სწავლობდა იტალიურ კოლეჯში და მისი დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა აშშ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე.

View this post on Instagram

A post shared by Can Yaman (@canyaman)

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხნით იმუშავა იურისტად, მაგრამ ასევე გადიოდა სამსახიობო კურსებს და პირველი ნაბიჯები გადადგა ახალ კარიერაში – სატელევიზიო შოუში, რომელიც არარეიტინგული აღმოჩნდა. თუმცა ამაზე ჯანმა თქვა: „ყველა დიდი მსახიობი პატარა საქმიდან იწყებს“. ამ სიტყვებს უკვალოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე პატარა როლის შემდეგ, 2014 წელს გადაიღეს სერიალში „სიყვარული ჯიბრით“ (Inadina aşk), სადაც წარმატებული ბიზნესმენის როლი შეასრულა. ამის შემდეგ იყო „სავსე მთვარე“ (dolunay), სადაც ამაყ და ამბიციურ ფერიტს თავისი მზარეული ასლი შეუყვარდება.

ჯანს გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად უამრავი გატაცება აქვს, რისთვისაც დროს ყოველთვის პოულობს. ფლობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და თურქულ ენებს. უყვარს გემრიელი კერძების დეგუსტაცია, უყვარს სპორტი, ცეკვა და გამოირჩევა კარგი პლასტიკურობით.

View this post on Instagram

A post shared by Can Yaman (@canyaman)

წლების წინ ჯანს „სიყვარული ჯიბრით“ გადაღების დროს შეუყვარდა მისი პარტნიორი აჯელა ტოპალოლუ. წყვილი ურთიერთობას არ მალავდა არც კამერების წინ. სოციალურ ქსელში მათი კოცნა ფანების გასარჩევი იყო დიდი ხნის განმავლობაში. აჯელას შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ბესთემსუ ოზდემირი, რომელთან რომანიც რვა თვე გაგრძელდა და ისინი 2017 წელს ოფიციალურად დაშორდნენ.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

მისი ახლანდელი შეყვარებული 29 წლის დიელეტა ლოეტაა. ის იტალიაში ცხოვრობს, პროფესიით სპორტული კომენტატორი და მოდელია. დიელეტა შესანიშნავ ფორმაშია და სამოდელო კარიერას აქტიურად მისდევს.
ჯანის რჩეულმა 2020 წელს წიგნიც კი დაწერა, რომელიც თავის გამომწერებსა და იტალიელ საზოგადოებას წარუდგინა. წიგნს „აირჩიე ღიმილი“ ჰქვია და ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა და რთული პერიოდების დაძლევაზეა.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი

წყვილი სულ ცოტა ხანია, რაც ერთადაა და ამ სიახლეს უკვე აღარც მალავს. იამანი იტალიას ხშირად სტუმრობს და დროს საყვარელ ქალთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს.

თემები:
ვარსკვლავური ამბები (14)

მთავარი თემები