COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი პირბადითა
ქალი პირბადითა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 794-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353.443-ს მიაღწია.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 794 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 452 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 82, აჭარა – 56, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 48, შიდა ქართლი – 47, ქვემო ქართლი – 43, გურია – ორი, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამყრელიძე: საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადაიარა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 338.318-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 22 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.034 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.065 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.147 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.774, იმერეთში – 399, აჭარაში – 282.

681 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში – 14, იმერეთში – 13. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 610 ადამიანი, მათ შორის 343 – თბილისში, 236- აჭარაში. 6.308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 47 ადამიანი (ყველა მათგანი თბილისში).

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13.749 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5.768, პირი, აჭარაში – 1.685, იმერეთში – 1.054.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 794-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353.443-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0