COVID-19 საქართველოში – 12 ივნისის მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 338.318 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 498), გარდაიცვალა – 5.034  (ბოლო 24 საათში – 22), კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.147 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 610 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 794-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353.443-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 338.318 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 498), გარდაიცვალა – 5.034  (ბოლო 24 საათში – 22), კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.147 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 610 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 40.667 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24.242, PCR ტესტით - 16.425.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,95%, ბოლო 14 დღის - 2,64%, ბოლო 7 დღის - 2,32%.

სულ აცრილია 202.314 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.283 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0