შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ – დაბრუნებული მიგრანტები სახელმწიფოსგან გრანტებს მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყოველმხრივ ხელს უწყობს თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას, ამ მიზნით სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში დაბრუნებული 185 მიგრანტი სახელმწიფოსგან გრანტებს მიიღებს, რაც მათ სამშობლოში დამკვიდრებაში დაეხმარება, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
სახელმწიფო ქართველ მიგრანტებს დაეხმარება

სახელმწიფო პროგრამის მიზანია აღნიშნული პირების შემოსავლის წყაროთი უზრყნველყოფა და მათი რეინტეგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

185  მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 4 ათასი ლარია.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით მათ უზრუნველყოფას.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით 2015 წლიდან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა“ ხორციელდება. 2020 წლიდან კი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო რეინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს.

აღნიშნული პროგრამა ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

ყველა ახალი ამბავი
0