18:56 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში განათლების სამინისტრო მხარეებს სრულ მხარდაჭერას უდასტურებს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით საქართველოში გასტრონომიული მიმართულების სკოლა დაფუძნდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გასტრონომიული მიმართულების სკოლა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყებს ფუნქციონირებას და პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. 

საქართველოში სტუმრად იმყოფება ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგესი, რომლის ვიზიტის მიზანია საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ასევე ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში დახმარება.

ახალ პროექტსა და მომავალ თანამშრომლობაზე განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ალბერტო როდრიგესთან და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ახალ პროექტსა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ქიტიაშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ სკოლასთან თანამშრომლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

ბასკეთის კულინარიული ცენტრი კულინარიის სფეროში ყველაზე ავტორიტეტულ შვიდ სპეციალისტს აერთიანებს. ქალაქ სან-სებასტიანში გასტრონომიული ფორუმი იმართება, ცნობილი შეფ-მზარეულები კი გურმანებს საკუთარი რესტორნის კარს ყოველდღე უღებენ. სწორედ ისინი არიან ბასკეთის კულინარიული ცენტრის დამფუძნებლები და აქტიური მონაწილეები. აღნიშნული ცენტრი მსოფლიოს საუკეთესო კულინარიული სკოლების ხუთეულში შედის.

ბასკეთის კულინარიული ცენტრი პირველი პროექტია ესპანეთში, რომელიც რესტორნებისთვის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტებს ამზადებს.

მთავარი თემები