მძღოლებო, გაითვალისწინეთ: საჯარიმო ავტოსადგომებთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდა

© photo: Sputnikპარკინგი
პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
„ურჩ“ მძღოლებს უკვე ჩამოეწერათ საჯარიმო ავტოსადგომებზე დაგროვილი დავალიანება, რაც პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მძღოლები, რომელთაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დაცული ავტოსადგომებიდან საკუთარი ავტომობილები არ გაუყვანიათ, შეიძლება სატრანსპორტო საშუალების გარეშე დარჩნენ. საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
კახა კალაძე ავტომობილების მძღოლებს აფრთხილებს

ცვლილებების თანახმად, პირებს, რომელთა ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე არ მომხდარა მათი გაყვანა, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ საშუალება ეძლევათ დაიბრუნონ საკუთარი ავტომობილი. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი ავტომობილი გაიყიდება.

ამ მძღოლებს სახელმწიფომ უკვე ჩამოაწერა დავალიანება, რომელმაც ჯამში 4 მლნ ლარს გადააჭარბა.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მძღოლი მიიღებს შეტყობინებას სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე დგომის საფასურის გადახდის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მისი ტერიტორიიდან გაყვანა, ამისთვის მძღოლს ერთი თვე ექნება.

თუ მძღოლი არ გადაიხდის საფასურს და არ შეასრულებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, დავალიანების დაფარვა დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას ავტომობილის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0