19:11 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
57 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 695-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 352.649-ს მიაღწია.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 695 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 389 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე ქვემო ქართლი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: ქვემო ქართლი – 64, იმერეთი – 55, აჭარა – 47, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 32, შიდა ქართლი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 9, გურია – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 337.820-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.012-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.791 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.175 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.801, იმერეთში – 392, აჭარაში – 302.

688 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 188 პირი, მათგან თბილისში – 116, აჭარაში – 13, იმერეთში – 13. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 595 ადამიანი, მათ შორის 339 – თბილისში, 224 – აჭარაში. 6.021 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 38 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14.144 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.088, აჭარაში – 1.729, იმერეთში – 1.053.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 695-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 352.649-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები