COVID-19 საქართველოში – 11 ივნისის მონაცემები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 337.820 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.996, კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.175 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 595 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 695-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 352.649-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 337.820 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 797), გარდაიცვალა – 4.996 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.175 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 595 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 37.842 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.931, PCR–ტესტით – 13.911.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,84%, ბოლო 14 დღის – 2,67%, ბოლო 7 დღის – 2,44%.

სულ აცრილია 197.114 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.083 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0