16:37 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
503 0 0

ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძისგან ქალიშვილი ელენე ჰყავს. წყვილი 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.

ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად პანდემიამდე საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში. ირინა შინკარევამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ქალი ორსულადაა. როგორც ჩანს, წყვილი მეორე შვილს ელოდება.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ყველასთვის მოულოდნელად მომღერალ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. შემდეგ იყო სკანდალური განქორწინება და მას შემდეგ ირაკლი კუტალაძე ყურადღების ცენტრშია.

ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად.

ირაკლი კუტალაძეს თით­ქმის 6 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები