15:46 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (424)
70 0 0

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, აბიტურიენტებისა და მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის იყო სურვილი, რომ საგამოცდო დრო შემცირებულიყო.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში ტესტირების ხანგრძლივობა შემცირდა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელს 1 ივლისს დაიწყება. აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ.

„ყველაფერი არის უცვლელი. შეიცვალა მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა რამდენიმე საგანში. ეს დრო ნახევარი საათით შემცირდა. ჩვენ ყოველთვის პრეტენზიები გვქონდა მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისგან, რომ საგამოცდო დრო საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა ამ პერიოდში, ვინაიდან კოვიდპანდემია იყო, ყველა ტესტის შემცირება ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა გორგოძემ.

გორგოძის განცხადებით, ცვლილება მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მასწავლებლებისთვის ტესტს შეეხო. დროის შემცირება არ შეეხო ქართულის ენის ტესტს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3.700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12.800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა, ხოლო მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

თემები:
განათლება საქართველოში (424)

მთავარი თემები