18:06 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
2809 0 0

მომღერალი ქეთა თოფურია ვაჟის გაჩენის შემდეგ მალევე ჩადგა სასურველ ფორმაში. ნახეთ თოფურიას ახალი ფოტოები შეცვლილი იმიჯით.

ჯგუფ A'Studio-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ იმიჯი შეიცვალა და ამის შესახებ ხელმომწერებს „ინსტაგრამის“ „სთორიდან“ ამცნო. ახალ ვიდეოში მომღერალს თმა აქვს შეჭრილი და, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს ახალი იმიჯი. ქეთამ ცოტა ხნის წინ მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად დასვენების დღეები მოიწყო. შვებულებაში მყოფი შემსრულებელი მალდივებზე გაეშურა და იქ მეორე ნახევართან ერთად ფანტასტიკურად ატარებდა დროს.

ამას ის ფოტოებიც მოწმობს, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხელმომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა – პირველ რიგში იმით, რომ მეორე მშობიარობიდან დიდი დრო არ გასულა, ქეთა კი უკვე არაჩვეულებრივ ფორმაშია.

მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე, ბიზნესმენი ლევ დენგოვი, როგორც ჩანს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდი ქომაგია. ამას მოწმობდა ის ვიდეო, რომელიც მომღერალმა მალდივებიდან გამოაქვეყნა. შვებულებაშიც კი ლევი მზიან სანაპიროზე გარუჯვას და დასვენებას სპორტდარბაზში ვარჯიშს ამჯობინებდა.

რამდენიმე კვირის წინ A'Studio-ს ქართველი სოლისტის მეუღლემ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ საგაზაფხულო დიეტის დაწყების შესახებ ამცნო. „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ლევმა საზოგადოებას აჩვენა, რას მიირთმევს ის მეუღლესთან ერთად, თუმცა აქვე სიცილით აღნიშნა, რომ ქეთა დიეტურ კვებას არ ემორჩილება.

მას შემდეგ, რაც მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბიზნესმენ ლევ დენგოვის წყვილი პაპარაცებმა დეკემბერში დუბაის სანაპიროზე დააფიქსირეს, მალევე ფარდა აეხადა საიდუმლოს, რომ მომღერალი ორსულად იყო, და იანვარში ქვეყანას ვაჟიც მოავლინა. მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა. ის ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.

წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები