იჩქარეთ: ჩინური ვაქცინა Sinovac-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

© AFP 2024 / LILLIAN SUWANRUMPHAიჩქარეთ: ჩინური ვაქცინა Sinovac-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
იჩქარეთ: ჩინური ვაქცინა Sinovac-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinovac საგანგებო გამოყენებისთვის 1 ივნისს დაამტკიცა. ინდოეთში ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, ჩინური ვაქცინა ეფექტიანობის 90%-ით გამოირჩევა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinovac-ის მეორე დოზის გაკეთებაზე რეგისტრაცია დაიწყო, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოში Sinovac-ის პირველი დოზით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinovac საგანგებო გამოყენებისთვის 1 ივნისს დაამტკიცა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი თბილისში: თენგიზ ცერცვაძემ დათვალა

ინდოეთში ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, ჩინური ვაქცინა ეფექტიანობის 90%-ით გამოირჩევა.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

საქართველომ Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, რომელიც 50 ათას ადამიანზეა განსაზღვრული. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 14-28-დღიანი ინტერვალით.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 184.718 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 54.474 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0