19:23 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
75 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 337.023 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.996, კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.230 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 594 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 705-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.954-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 337.023 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.128), გარდაიცვალა – 4.996 (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.230 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 594 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 33.253 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.138, PCR–ტესტით – 14.115.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,75%, ბოლო 7 დღის – 2,59%.

სულ აცრილია 191.001 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.184 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები