მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

© photo: Sputnik / Oleg Ignatovich / გადასვლა მედიაბანკშიამაღლება, ხატი
ამაღლება, ხატი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. 

სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.

სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2020
ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია

ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში უამრავი ტრადიცია არსებობს. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0