COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი პირბადით
მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 705-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.954-ს მიაღწია.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 705 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 380 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.

  • რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 78, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 55, კახეთი – 41, აჭარა – 39, გურია – 18, შიდა ქართლი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.128 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 337.023-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.996-ს მიაღწია.

COVID-19 საქართველოში – 10 ივნისის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
COVID-19 საქართველოში – 10 ივნისის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.909 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.230 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.820, აჭარაში – 305, იმერეთში – 411.

689 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 193 პირი, მათგან თბილისში – 25, აჭარაში – 8, იმერეთში – 13. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 594 ადამიანი, მათ შორის 339 – თბილისში, 224 – აჭარაში. 6.085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, ყველა – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14.924 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.722, აჭარაში – 1.987, იმერეთში – 1.098.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 705-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.954-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0