Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გემოვნებიანი გოგო ხარ, მაგრამ... არ უნდა გეწყინოს – რას სწერენ ხელმომწერები ანუკი არეშიძეს

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ყოფილ მოდელს და ამჟამად წარმატებულ დიზაინერს სოციალურ ქსელში გაუნაწყენდნენ. ნახეთ რითია უკმაყოფილო ერთ-ერთი ხელმომწერი.

ყოფილ მოდელსა და დიზაინერს ანუკი არეშიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით, ყველაზე უმცროსის ნიკოლასის ვიდეოებს ხელმომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.

ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ანუკის ერთ-ერთმა ხელმომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა: „ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ. მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა. არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს, საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გაწვდება თქვენს კოლექციას“.

დიზაინერმა კომენტარი უყურადღებოდ არ დატოვა. „დიდი მადლობა. ამიტომ შეიქმნა @miss.anouki და ამიტომ ხდება სეზონურად დიდი ფასდაკლებები. პირველი ხაზი, რომელიც უცხოეთში იყიდება, მასში მეტი ფინანსური რესურსი იხარჯება, ის გადის ექსპორტზე და უფრო მეტად საზღვარგარეთ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებულები, ხოლო მეორე ხაზი დაბალბიუჯეტიანია და მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ასევე დავამატებ, რომ მეტი წილი საშუალო ფენაა მომხმარებელი“, – დაწერა ანუკიმ.

ანუკი არეშიძის სამოსი, განსაკუთრებით კაბები, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი დიზაინერი მისი მეგობრის ნინა დოლიძის ქორწილში საკუთარი დიზაინით შექმნილი ვარდისფერი კაბით წავიდა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. რამდენიმე საათში დიზაინერის კაბას უამრავი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად, რისთვისაც არეშიძემ მათ მადლობა საჯაროდაც გადაუხადა.

ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 670 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ყოფილი ფეხბურთელი, ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 13 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0