17:42 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
319 0 0

ია ფარულავამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი ინტრიგა მიაწოდა. მსახიობი ყოფილ მეუღლესთან, ცნობილ ბიზნესმენთან ერთად სადილობს.

მსახიობმა ია ფარულავამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ყოფილ მეუღლესთან, ბიზნესმენ ფადი ასლისთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში სადილობს. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ იამ ხელმომწერის მიერ პირად შეტყობინებაში მიღებული წერილი გაასაჯაროვა, სადაც მსახიობს სწორედ ლიბანელ ბიზნესმენზე ჰკითხეს – კვლავ ერთად არიან თუ არა. ფარულავამ დაინტერესებულ პირს საკმაოდ ორაზროვანი პასუხი მისწერა: „ხო, არავის უთხრა რა“. თუმცა „სთორის“ ვირის გამოსახულება დაურთო, რასაც მხოლოდ იმ დროს აკეთებს, როდესაც ვიღაცას დასცინის.

ტელესახე სამჯერ იყო დაოჯახებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა და მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ იმ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტ დე ნირო.

ია ფარულავას პირად ცხოვრებას ყოველთვის აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი.

ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარიც დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ. ცოტა ხნის წინ ფარულავამ განაცხადა, რომ 7 წელია ერთი მამაკაცი ჰყავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ტარიელ სუარს გულისხმობს. როგორც ჩანს, წყვილი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს ერთად.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები