19:09 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (441)
176 0 0

დიზაინერმა ახალი სივრცე შექმნა, რომლის ინსპირაცია ნიკოლა კალაძე გახდა. მან ტანსაცმლის მაღაზია გახსნა და პატარა გოგონებისთვისაც შექმნა სამოსი. თუმცა ერთი ფაქტორით გულგატეხილია და „ფოლოვერებს“ ამაზე გულისტკივილს უზიარებს.

პანდემიამ ანუკი არეშიძის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. გადატვირთული რეჟიმი პოზიტიური დინამიკით გრძელდებოდა, მანამ, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა. შეზღუდვების პერიოდში ანუკიმ დრო არ დაკარგა და ახალი ბრენდის შექმნას შეუდგა. მისი შთაგონების წყარო ნიკოლა კალაძე აღმოჩნდა. ბრენდს Nicolas Kidswear დაარქვა, რომელშიც ანუკის დიზაინით შექმნილი სამოსი იყიდება. თანაც პოპულარულმა ქალბატონმა გოგონების ხაზიც შექმნა. მან გულახდილად აღიარა, რომ გოგონას გაჩენა სურს, რადგან შექმნილი ლამაზი სამოსიც უბიძგებს ამისკენ.

ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებთ. ახლა მათი პირადი ცხოვრება ბევრად დატვირული გახდა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს.

კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.

თემები:
ქართველი სელებრითები (441)

მთავარი თემები