COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikგოგონა პირბადით
გოგონა პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 821-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.249-ს მიაღწია.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 821 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 439 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 86, აჭარა – 71, ქვემო ქართლი – 66, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 866 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 335.895-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 31 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.982-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.346 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.210 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.794, აჭარაში – 313, იმერეთში – 417.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
COVID-19 საქართველოში – 9 ივნისის მონაცემები

708 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 199 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 635 ადამიანი, მათ შორის 383 – თბილისში, 224 – აჭარაში. 6.501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.234 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7.021, პირი, აჭარაში – 1.998, იმერეთში – 1.098.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 821-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.249-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0