18:44 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
63 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 335.895 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.982, კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.210 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 635 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 821-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.249-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 335.895 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 866), გარდაიცვალა – 4.982 (ბოლო 24 საათში – 31), კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.210 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 635 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.478 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.864, PCR–ტესტით – 14.614.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,73%.

სულ აცრილია 184.718 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.970 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები