17:51 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
63 0 0

ნინო ნინიძე, რომელიც ცნობილი მსახიობის ია ნინიძის შვილია, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენელს მიამსგავსეს.

ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი ია ნინიძე უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთში შვილებთან ერთად ცხოვრობს. მისი ქალიშვილი ნინო ნინიძე, დედის მსგავსად, მსახიობია. ნინო რუსულ პოპულარულ კინოსტუდიებთან თანამშრომლობს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ნინოს „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ბევრი ხელმომწერი ჰყავს და თავადაც აქტიურობით გამოირჩევა. მომხიბლავ მსახიობს გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს და მის სტილს ბევრი ადამიანი იწონებს.

View this post on Instagram

A post shared by Nino Ninidze (@ninosha13)

ცოტა ხნის წინ ნინო ნინიძემ „ინსტაგრამზე“ რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც თაყვანისმცემლებმა ბრიტანეთის სამეფო კარის გარდაცვლილ პრინცესა დიანას მიამსგავსეს. „თქვენ ძალიან ჰგავხართ პრინცესა დიანას“, „ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხართ, თქვენი დედის მსგავსად“, – წერენ თაყვანისმცემლები კომენტარებში.

View this post on Instagram

A post shared by Nino Ninidze (@ninosha13)

ნინო ნინიძის და თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობისა და რეჟისორის მაქსიმ ვიტორგანის წყვილი რუსეთში ძალიან პოპულარულია. სოციალურ ქსელებში ვიტორგანისა და ნინიძის ურთიერთობებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როდესაც წყვილი ორი წლის წინ ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე შენიშნეს. ტაბლოიდების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ვიტორგანის პოსტიც Instagram-ში, რომელშიც ის ნინო ნინიძეს დაბადების დღეს ულოცავდა.

View this post on Instagram

A post shared by Nino Ninidze (@ninosha13)

ორივე მსახიობი იმ წელს თავის მეუღლეებს დაშორდა. მაქსიმ ვიტორგანი განქორწინდა ტელეწამყვან ქსენია სობჩაკთან, ხოლო ნინო ნინიძე - მსახიობ კირილ პლეტნიოვთან. ნინიძისა და პლეტნიოვის ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი ალექსანდრე ეყოლათ. 2018 წელს მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

View this post on Instagram

A post shared by Nino Ninidze (@ninosha13)

2012 წელს ნინო ნინიძემ ВГИК-ის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, კინოში კი მისი დებიუტი 2010 წელს შედგა ფილმში „ერთხელ ყირგიზეთში“. მისთვის მნიშვნელოვანი იყო 2011 წელი, როდესაც მან ერთბაშად ორ ფილმში მთავარი როლები მიიღო (И не было лучше брата და Дуэль).

View this post on Instagram

A post shared by Nino Ninidze (@ninosha13)

ნინო ნინიძე ია ნინიძის ქალიშვილია - ცნობილი ქართველი მსახიობის, რომელიც საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი და საქართველოს სახალხო არტისტია (1995).

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები