COVID-19 სამეგრელოში: რუხის კლინიკაში 140-მდე ინფიცირებული მკურნალობს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 74-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი შვიდი ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 128 პაციენტია მოთავსებული, მათგან 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 137 კოვიდ-პაციენტი გადის, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 36 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 22 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 47 პაციენტი, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.023-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 350.428-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0