სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუშაობას სრული დატვირთვით გააგრძელებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
პირმა, რომელსაც სააგენტოს მომსახურებით სარგებლობის სურვილი აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსოს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადგილზე მომსახურების სერვისი განაახლა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, დღეიდან, 8 ივნისიდან მოქალაქეებს შეუძლიათ შესაბამისი სერვისით ადგილზე ისარგებლონ.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
საქართველოში მობილური იუსტიციის სახლები გაჩნდება

შესაძლებელია აგრეთვე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებით ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობა, მაგალითად: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, კვალიფიციური ხელმოწერისთვის საჭირო PIN/PUK კოდების აღდგენა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა და სხვ. ასეთ პირებს შეუძლიათ ადგილზე მომსახურების ელექტრონული განაცხადი შეავსონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე – sda.gov.ge.

„შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლები სერვისის პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
იუსტიციის სახლები მოქალაქეებს დაჩქარებულ სერვისებს უქმეებზეც მიაწვდიან

რაც შეეხება 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს, მათთვის და ასევე იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, ადგილიდან გაუსვლელად პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის პირველად მისაღებად განსხვავებული წესი მოქმედებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე სერვისის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს ნომერზე – 2 40 10 10 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც სააგენტოს თანამშრომლები, ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით, განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად მოქალაქეს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ კატეგორიის პირებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0