15:34 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (458)
228 0 0

ცნობილი მოცეკვავე შეცვლილი იმიჯით იწონებს თავს. ნახეთ, სავარაუდოდ, რა პროცედურები ჩაიტარა ჯულიანამ და როგორ გამოიყურება ახლა.

მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარმა ახლახან იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. საზოგადოებას ის მუდმივად ქერა თმაში ახსოვდა, ახლა, როგორც თავად ამბობს, ბუნებრივი ფერი დაიბრუნა და ჩაცმულობის სტილიც შეიცვალა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ბევრი ეკითხება, გაიკეთა თუ არა პლასტიკური ოპერაცია სახეზე.

„მე და ჩემმა სტილისტმა ძალიან ბევრი ვიცინეთ ამაზე, დაიწერა, რომ სახეზე პლასტიკური ოპერაციები გავიკეთე. ვკითხე, პლასტიკური ქირურგიც ხომ არ გახდი-მეთქი. ვფიქრობ, რომ თმის ამ ფერმა ნაკვთები სხვანაირად გამომიკვეთა და ამიტომ ბევრს ეგონა, რომ პლასტიკური ჩარევები გავიკეთე. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე მართლა მხოლოდ თმის ფერი და სიგრძე შევიცვალე და ჯერ პლასტიკური ჩარევა არ დამჭირვებია. ეს ცვლილებებიც პანდემიამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. სხვა დროს ასეთი სარისკო ნაბიჯი საშიში იქნებოდა. პანდემია რომ არა, ასეთ რადიკალურ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებდი“, – ამბობს ცნობილი მოცეკვავე.

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი პოპულარული სახე ჯულიანა ბარგნარი შეცვლილი იმიჯით რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, გარდა იმისა, რომ მოცეკვავემ თმის ფერი შეიცვალა და ძველ ფერს - ყავისფერს დაუბრუნდა, სახეზე ნაკვთებიც სხვანაირად ჩანს.

ჯულიანა კოლეგა ოთო ფოლადაშვილთან ერთად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გახდა ცნობილი. ისინი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცეკვავენ, სხვადასხვა შეჯიბრებასა თუ კონკურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. არაერთი კარიერული წარმატება ერთობლივად აქვთ მოპოვებული. ახალი საქმეც ერთად წამოიწყეს და საკუთარი საცეკვაო სტუდია გახსნეს. ცეკვიდან ბიზნესში გადაინაცვლეს. ახალ თაობას ერთად ზრდიან და წვრთნიან. საცეკვაო სტუდიას სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – OTo&Juliana Project.

პირად ცხოვრებაზე არც ერთი ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ფოტოებით, გულშემატკივრებისა და მეგობრების კომენტარებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთად არიან. მართალია, ყვითელ პრესას და ჟურნალისტებს თავს არიდებენ და დაწყებულ ურთიერთობას არ ამხელენ, მაგრამ ერთად ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

თემები:
ქართველი სელებრითები (458)

მთავარი თემები